GEOENG
   
 
ყაჩაღობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

ყაჩაღობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2017 წლის 8 ოქტომბერს, ღამის საათებში ბრალდებული ვაჟა მ., თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე განთავსებულ, საცხოვრებლად მოწყობილ ვაგონში, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას. 

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შესაძლო დანაშაულის სიმძიმე, ძალადობრივი ხასიათი და ბრალდებულის პიროვნება.

სასამართლომ საქმის მასალების ანალიზიდან და სასამართლო სხდომაზე შექმნილი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის მაღალი რისკები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 20 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება. 


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.