GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცემისათვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 20 მარტს, სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებული ნ. დ. თავს დაესხა გ. ქ.-სა და დ. კ.-ს, რის შედეგადაც სცემა დ. კ., ხოლო გ. ქ.-ს დანის გამოყენებით, გულ-მკერდისა და მუცლის არეში სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილმა, მოახერხა გაქცევა და დროულად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, შეუნარჩუნდა სიცოცხლე. 

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების, საქმეში წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების, დაკავების, დაკითხვისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების, ასევე საქმეზე გამოკვლეული სხვა მასალების ერთობლიობით ნ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო განაჩენით, შთანთქმის პრინციპისა და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.