GEOENG
   
 
სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
 
მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა და ახალი საკანონმდებლო წინადადებები, დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოების ხარვეზები და გამოწვევები, ასევე მომხსენებლებმა ისაუბრებს საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის შესახებ. გაეროს სპეციალური ტრიბუნალის საერთაშორისო მოსამართლემ და ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ ექსპერტმა აგნეშკა მილატრიმ საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა მიმოიხილა. 
 
დასასრულს სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, კერძოდ მოინახულეს მოსამართლეთა აპარატის სამუშაო ოთახები და სპეციალიზირებულ კოლეგიათა კანცელარიები.
shexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedra
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.