GEOENG
   
 
ქურდობისათვის ბრალდებული პატიმრობაში სხდომის დარბაზიდან აიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ქურდობის ფაქტზე ბრალდებულ რ. ბ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

რ.ბ.-ს ბრალად ედება ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (3 ეპიზოდი).

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივნისს, 8 და 24 აგვისტოს უკანონოდ შეაღწია სამ სხვადასხვა ბინაში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირფასეულობასა და საოჯახო ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია. სამივე შემთხვევაში, ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინებში ფანჯრის დაზიანების შედეგად შეაღწია.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხე, შესაბამისად  მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა. ბრალდებული აყვანილი იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზშივე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.