GEOENG
   
 
ოჯახური ძალადობისათვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ხ.-ს მიმართ.
 
გ. ხ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
 
საქმის მასალების თანახმად,   2017 წლის 1 მაისს,  ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რამდენჯერმე  დაარტყა ხელი და წააქცია,  რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად, სასამართლომ გ. ხ. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.