GEOENG
   
 
თაღლითობისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. მ.-ს მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, გ.მ-ს ბრალად ედებოდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (5 ეპიზოდი).  საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ისარგებლა ხუთი სხვადასხვა პირის ნდობით და რომლებმაც მისი თხოვნით, აიღეს სესხი ბანკიდან, თითქოსდა ბრალდებულის კუთვნილი საწარმოდან  მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შესაძენად. რეალურად კი, გ. მ. მოტყუებით დაეუფლა 16 000 ლარამდე თანხას და უკრაინაში გაემგზავრა.
 
სასამართლო განხილვა, ბრალდებულის დასწრების გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან მან თავი აარიდა სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას და არის ძებნილი.
 
სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებული დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4 ით და ბრალდებულს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.