GEOENG
   
 
ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე, ბრალდებულების მ.მ.–სა და შ. ჭ.–ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

მათ ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ან ისეთი ძალადობის  გამოყენების მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 29 აგვისტოს, ბრალდებულებმა თითქოსდა ქალაქგარეთ გასვლის მიზნით, შეაჩერეს ტაქსი და ავტომობილში ჩასხდომის შემდგომ, მძღოლს დანის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით,  ფულადი თანხა და კუთვნილი ავტომანქანა მოსთხოვეს.

სასამართლომ  წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ  სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.  დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის  16 ოქტომბერს 13:30 საათზე.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.