GEOENG
   
 
კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის  შუამდგომლობა კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულ გ.მ.–ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებული 1980 წლებში აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს. ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით,  საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ასევე ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებისა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე, ორგანიზებული კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით. ბრალდებულის მიმალვის,დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 25 სექტემბერს 14:30 საათზე. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.