GEOENG
   
 
ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ვ. მ.-ს და ლ.ძ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობის  ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.


ბრალდების თანახმად,  ბრალდებულებმა ურთიერთშეთანხმებით ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების სანაცვლოდ მოქალაქეს თითქოსდა თბილისის მერიის თანამშრომლებისათვის გადასაცემად 38 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2016 -2017 წლებში 15 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ და ცდილობდნენ შეთანხმებული  თანხის დარჩენილი ნაწილის მოტყუებით მიღებას.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, გამოძიების მიმდინარეობაში უარყოფითი ჩარევის საფრთხეთა გათვალისწინებით სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით  ბრალდებულთა მიმართ მიზანშეწონილად მიიჩნია მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის  25  ოქტომბერს, 12:30 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.