GEOENG
   
 
პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, ბრალდებული დაჩი ფ.  დამნაშავედ ცნო  მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით  სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაჩი ფ.-ს ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 2 დეკემბერს ბრალდებული, რომელიც უკანონოდ ატარებდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს,  საბრძოლო მასალასთან ერთად პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს. მიმალვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, ავტომობილიდან  განახორციელა არაერთგზისი, დამიზნებითი გასროლა სამართალდამცველთა მიმართულებით და მიიმალა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ძალოვანებმა საბრძოლო მასალა და ქარხნული წესით დამზადებული 9მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სს საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით,  სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.