GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისათვის, ასევე ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდების საქმეზე ბრალდებული სამი პირის- ზ.ო.-ს, ქ.კ.-ს, ლ.ზ.-ს მიმართ. 

წარდგენილი ბრალის თანახმად,  ზ.ო.-ს ბრალად ედებოდა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება,  ქ. კ.-სა და ლ.ზ.-ს  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება. ზ.ო-სა და ქ.კ.-ს ასევე ბრალად ედებოდათ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებს- ქ.კ.-სა და ლ. ზ-ს ცეცხლსასროლი იარაღი, 2016 წლის 12 ნოემბერს ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდათ.  ზ.ო.-ს თანნაქონი საბრძოლო მასალა- გამოსაყენებლად ვარგისი, 5,45 მმ კალიბრის 30 ცალი ვაზნა, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას იქნა ამოღებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს ასევე ბრალდებული ქ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. 

სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებისა და ნივთიერი მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ბრალდებული ქ. კ. ნარკოდანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარებისათვის დამნაშავედ ცნო და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ბრალდებულ ლ.ზ.-ს  განაჩენთა ერთობლიობით, 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ზ. ო.-ს  საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა  შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული უფლებები (სატრანსპორტო საშუალების მართვის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, პასიური საარჩევნო უფლება და ა.შ).

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.