GEOENG
   
 
ქურდობისათვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ’’თბილისის ტურიზმის ცენტრის’’ მშენებარე ობიექტიდან სამშენებლო ხელსაწყოების ქურდობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 
 
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის იანვარში, ბრალდებული ი.ჯ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სამშენებლო ხელსაწყოებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
 
საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ი. ჯ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  ბრალდებულ  ი.ჯ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
 
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.