GEOENG
   
 
ყაჩაღობისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ყაჩაღობისათვის ბრალდებული ჰ. ქ.-ს მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 16 ნოემბერს, ღამის საათებში, ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა მოქალაქე ქ. კ.-ს და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, ასევე კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ. მოცემულ საქმეზე ჩატარდა არსებითი განხილვის 11 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 19 და დაცვის მხარის 1 მოწმე- თავად ბრალდებული.

საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ჰ. ქ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.