GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ. შ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, გ. შ.-ს ბრალად ედებოდა ქურდობა ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლება, ასევე, ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ.

საქმე ეხება 2016 წელს, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა მ. ქ.-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა საფულე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტანისამოსს.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა არ სცნო დამნაშავედ.

საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებისა და ვიდეოჩანაწერის შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გ. შ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული ნასამართლევია ორჯერ, ამასთან უკანასკნელი დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.