GEOENG
   
 
ყაჩაღობისათვის ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ლაშა თ.-ს, ბრალად ედება ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. 
 
საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტს. ბრალდებულმა, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში და იარაღიანი ხელის თავში ჩარტყმით ძირს დააგდო დიასახლისი და ფიზიკური ძალისა და ე.წ. ‘’წებოვანი ლენტის’’ გამოყენებით, ხელ-ფეხი შეუკრა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ბრალდებული და მისი თანამზრახველი პირი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას, 2 ცალ მობილურ ტელეფონსა და სხვა ნივთებს.  
 
სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის, განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ 8-დან 12 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გამოძიების ფარგლებში დასადგენია დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირის ადგილსამყოფელი. ამდენად, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება.
 
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 21 ნოემბერს 11 საათზე. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.