ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ბესარიონ ტაბაღუა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით იმავე წლის 03 ივნისიდან არის  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე (უვადოდ გამწესებული)

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ანა კალანდაძე

8116

სხდომის მდივანი

ანი ჯაჭვაძე

8116

დაიბადა 1979 წლის 1 თებერვალს, . თბილისში;

1996 წელს დაამთავრა რუსთავის პირველი გიმნაზია;

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი;

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი;

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული);

2007-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში;

2013 წლიდან დღემდე არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის დოქტორანტი;

ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტაჟიორი;

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი;

2007 წელს მუშაობდა . თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორად;

2009-2010 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2010-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით იმავე წლის 03 ივნისიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი