ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ალექსანდრე იაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე. 

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

სხდომის მდივანი

თამარ გიორბელიძე

7708

თანაშემწე

ნინო აფციაური

7905

პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1985 წლის 8 ნოემბერს.          

2015 წლის 18 აპრილს მიენიჭა კომპანია ,,Hall Booth Smith, P.C." - სა და ატლანტის (აშშ, შტატი - ჯორჯია) სამართლებრივი საზოგადოების საპატიო წევრის წოდება;

არის სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წინადადების თანაავტორი (2015);

ფლობს ინგლისურ ენას;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

განათლება:

2002 წელს დაამთავრა ქ. თელავის N7-ე საშუალო სკოლა;

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და საერთო სპეციალიზაციით;

2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა;

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2011 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;

2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

2008-2017 წლებში იყო მართლმსაჯულების, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, სწავლების თანამედროვე მეთოდების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სამუშაო შეხვედრის, ტრენინგის მომხსენებელი და მონაწილე;

2011-2015 წლებში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე, ასევე სასამართლო სისტემების გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ირლანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში;

2016 წლის 29-31 იანვარს გაიარა სპეციალური მომზადება თემაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

2016 წლის 1-12 აგვისტოს გაიარა მომზადება საერთაშორისო სისხლის სამართალში (Nuremberg, Germany, International Nuremberg Principles Academy);

2016-2017 წლებში იყო ხუთი ტრენერთა ტრენინგის (ToT) მონაწილე;

2016 წელს გაიარა მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე (HSOJ, COE, PROLoG);

Council of Europe, Human Rights Education for Legal Professionals (HELP) - ტრენერთა ტრენინგის (TOT) მონაწილე თბილისი, 25-25 იანვარი, 2017 წ.

2018 წლის 26-27 მარტი - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე მოსამართლეთათვის გამართული საერთაშორისო სემინარის მონაწილე  (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი, ორგანიზატორები -FATF, OSCE, MONEYVAL);

2018 წლის 16-20 ივლისი - ტრენინგი სპიკერი მოსამართლეებისათვის (ქ. თბილისი, ორგანიზატორი - ევროკავშირი საქართველოსთვის, EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი).

სამუშაო გამოცდილება:

2006 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;

2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად, ამავე კოლეგიის სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ;

2008 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსად. 2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და ამავე სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსი;

2010-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსის მოვალეობა;

2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ;

2012-2013 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი;

2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ;

2014-2015 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების განმსაზღვრელი კომისიის წევრი;

2015-2016 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი;

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016 წლიდან არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიწვეული ლექტორი (ტრენერი) ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების საკითხებზე.

Council of Europe, Human Rights Education for Legal Professionals (HELP) - სერთიფიცირებული ტრენერი, 2017 წ.

2017 წლის 24-25 აგვისტოს მიიღო მონაწილეობა გაეროს ეგიდით ქ. ვენაში (ავსტრია) გამართულ რეგიონალურ მოსამზადებელ შეხვედრაში მართლმსაჯულების საერთაშორისო ქსელის ამოქმედების მიმართულებით (Regional Preparatory Meeting for the Launch of a Global Judical Integrity Network). 2017 წლის 29 სექტემბერს მიიღო მონაწილეობა ქ. ათენში (საბერძნეთი) ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართლთან ჰარმონიზაციის შესახებ (High-level Conference on the harmonisation of case law and judicial practice).

2017 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი (მიმართულება: სისხლის სამართლის პროცესი).

2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისამდე იყო შს სამინისტროს აკადემიის მიწვეული ლექტორი (მიმართულება: ადამიანის უფლებები).

2017 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

2018 წლის 22 ივნისიდან დღემდე არის სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხებზე (ევროპული და ეროვნული სტანდარტები) ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი/ტრენერი. ევროპის საბჭოს  ,,HELP-ის’’ ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე შექმნილი ელექტრონული სასწავლო კურსის (სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთება)  თანაავტორი და ტრენერი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი (მიმართულება: სისხლის სამართლის პროცესი).

თარიღი მხარეები დარბაზი